Monday, March 29, 2010

პროექტი

პროექტის სახელი: საქართველოს პარლამენტი

პროექტის მოკლე აღწერა: როგორ მიიღება კანონპროექტები და რა ეტაპებს გადის, პარლამენტის სტატუსი, ისტორია, შემადგენლობა და არჩევის წესი.

მოსწავლეთა ასაკი: 16-17 წელი.

მნიშვნელობა/აქტუალობა: ეს საწავლო პროცესი აქტუალურია იმით რომ, მოსწავლეები მიუხედავად იმისა რომ ეცნობიან საქართველოს პარლამენტს, ისინი ადგილზე შეისწავლიან პარლამენტის მუშაობას, მის სტრუქტურას, ასევე ესწრებიან სესიას თუ როგორ და რა ფორმით მიიღება კანონპროექტები.

პროექტის მიზნები:
ამ როექტის მიზანია, მოსწავლეები მიაჩვიოს დამოუკიდებელ მუშაობას, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას და ასევე უფრო მეტის შესწავლას, მასალების ძიებას, სხვადასხვა ქყვენის პარლამენტებისა და საქარტველოს პარლამენტს შორის ანალიზის გაკეთებას და შედარების უნარებს.

შედეგები: საკუთარი მოსაზრებების გაზიარება, გუნდური მუშაობა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მოძიებული მასალის გამოყენება.

წინასწარი ცოდნა: ინტერნეტ მაძიებლების საშუალებით იმპორმაციის მოძიება, პარლამენტის არჩევისა და დანიშვნის წესი.

შეფასების პროცედურა:
  • მომზადების ეტაპი.
  • მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობა.
  • მასალების მოძიება.
  • პრეზენტაციის ჩვენება.
ტექნიკური რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ციფრული პოტო აპარატი.

პროექტის მსვლელობა: თემის შერჩევა, ჯგუფებად დაყოფა, ფუნქციების გადანაწილება, გადაღებული პოტო მასალების დამუშავება და პრეზენტაციის გაკეთება, მასალების შეგროვება და საბოლოო შეჯამება.

სამუშაო ენა: ქართული

პროექტის ხანგრზლივობა: 1 კვირა.